ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სენატი მალე განიხილავს მკაცრ სანქციებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ჩინეთისა და ინდოეთის წინააღმდეგაც, რომლებიც აფინანსებენ პუტინის საომარ მანქანას - ლინდსი გრემი

სენატი ძალიან მალე განიხილავს მკაცრ სანქციებს არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ისეთი ქვეყნების წინააღმდეგაც, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც აფინანსებენ პუტინის საომარ მანქანას, – ამის შესახებ სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზუსტად ამბობს პუტინის თამაშებზე. სენატი ძალიან მალე განიხილავს მკაცრ სანქციებს, არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ისეთი ქვეყნების წინააღმდეგაც, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ენერგეტიკულ პროდუქტებს, რომლებიც აფინანსებენ პუტინის საომარ მანქანას. სენატის კანონპროექტს აქვს პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს მაქსიმალურ ბერკეტს აძლევს. პუტინს როდესაც ეხება საქმე და მათ, ვინც მხარს უჭერს მის საომარ მანქანას, დროა, შეიცვალოს თამაშის წესები“, – წერს ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორი ლინდსი გრემი და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი არიან. კანონპროექტს 100-დან 82 სენატორი უჭერს მხარს, როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები.
კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.