სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონული სასამართლომ სენაკში, გორის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო , რითაც სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
ბრალდებულმა სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.
დაკავებულის ადვოკატმა როლანდ შონიამ აღნიშნა, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები დევს , რის გამოც მან აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა და სასამართლოს 150 000 ლარის ღირებულების გირაოს გადახდა შესთავაზა. მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
წინასასამართლო სხდომა 10 ივლისს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სენაკში, გორის ქუჩაზე 19 მაისს მოხდა. ე.წ. კრიმინალურ გარჩევაში ათამდე ადამიანი მონაწილეობდა, 25 წლის მამაკაცი მოკლეს , რამდენიმე პირი კი დაიჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს