არქივი26 იანვარი, 2024, 16:55
სენაკში, ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა - არსებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთ მოქალაქეს ჩანთა გასტაცა
სენაკში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თვითმხილველის ინფორმაციით, მან ერთ-ერთ მოქალაქეს ჩანთა გასტაცა, რის შემდეგაც გაქცევა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მამაკაცი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დააკავა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.