სემეკ-ის წევრებმა ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრებმა, გივი სანიკიძემ და დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღეს 13-14 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ორგანიზებით გამართულ გენერალურ ასამბლეასა და თავმჯდომარეთა შეხვედრაში. ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრებს ასოციაციის წევრი ქვეყნების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
„კომისიის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის საორგანიზაციო საკითხები, რომელსაც სემეკი 2026 წელს ქ. თბილისში უმასპინძლებს. გარდა ამისა, გივი სანიკიძემ და დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღეს განახლებადი ენერგიის თვითმოხმარების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და მცირე ქსელების საკითხების შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრაში.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) აერთიანებს 40-ზე მეტი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოს და წარმოადგენს პლატფორმას ენერგეტიკის სექტორში გამოცდილების გაცვლისა და რეგულირების სტანდარტების განვითარებისთვის. სემეკი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია“,-აღნიშნულია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)