ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სემეკმა 7 კომპანია დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ),საჯარო სხდომაზე , სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში 65 000 ლარით 7 კომპანია დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზია კომპანიების მიერ ენერგეტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშგების სემეკში წარმოუდგენლობა, რიგ შემთხვევებში არასწორად წარმოდგენა ან დარღვევის გამეორება.
10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „ვოთერ ენერჯი“, შპს „ერა ჯორჯია“, შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“, შპს „ჯონოული 1“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გაზმშენი“, ხოლო 5 000 ლარით - შპს „თბილისის საინვესტიციო ჯგუფი“. კომპანიებს განემარტათ, რომ დარღვევის განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში, კვლავ დაჯარიმდებიან საქართველოს კანონის შესაბამისად.
ყოველთვიური ანგარიშგების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო წერილობითი გაფრთხილება მიეცა 14 ენერგეტიკულ საწარმოს. ამასთანავე, მიეცათ გაფრთხილება, რომ დარღვევის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში, სანქციის სახით განესაზღვრებათ ჯარიმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.