ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სემეკის“ ხელმძღვანელმა პირებმა ენერგეტიკული გაერთიანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

„სემეკის“ ხელმძღვანელმა პირებმა ენერგეტიკული გაერთიანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) 20 წლის საიუბილეო ღონისძიებაში, რომელიც საბერძნეთში, ათენში გაიმართა.
როგორც „სემეკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნებისა და ევროპის ენერგეტიკული ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად 2005 წელს ათენში დაარსდა. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ევროკავშირი და ხელშემკვრელი ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. 2016 წელს ხელი მოეწერა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმს, რომლის საფუძველზეც 2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.