სემეკის თანამშრომლები ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თანამშრომლები, ვანო მეჭურჭლიშვილი და გიორგი დიდებაშვილი დაჯილდოვდნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს, ვანო მეჭურჭლიშვილს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 23 წლიანი გამოცდილება აქვს.
„მისი ორგანიზებით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების განვითარებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ნორმატიული აქტი შემუშავდა. მათ შორისაა, *303#-ის, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტები.
სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, გიორგი დიდებაშვილს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი უშუალო ჩართულობით მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სემეკს მიღებული აქვს პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომლებმაც ხელი შეუწყო მომხმარებელთა ინტერესების დაცვის გაუმჯობესებასა და რეგულაციების ეფექტიანობას. გიორგი დიდებაშვილის ინიციატივით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში შემუშავდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სალექციო კურსი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე