სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საჯარო ლექციები ჩაატარა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებსა და კომუნალური კომპანიების რეგიონული ოფისების თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, ელექტროენერგიის ხარისხის რეგულირების პრინციპები, სემეკის მიერ შემუშავებული მარეგულირებელი ნორმების მნიშვნელობა კომუნალური კომპანიებისთვის და ენერგოომბუდსმენის სამსახურის საქმიანობა.
პროექტის – „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“ ფარგლებში, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით კომუნალური მომსახურების სექტორის რეგულირების საკითხებზე სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, სადაც მონაწილეები გაეცნენ კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ როგორც საქართველოში მოქმედ ნორმებს, ასევე პროქტის პარტნიორი ქვეყნების – ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის გამოცდილებას.
„ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“ პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი “პარტნიორები კლიმატისთვის” (P4C) (პოლონეთი).
პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად