სეზონის საუკეთესო მატჩი – “ბაიერნმა” “რეალს” ისევ მოუგო და 1/2-ფინალში პსჟ-ს შეხვდება

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „ბაიერნმა“ სახლში „რეალს“ 4:3 სძლია, ორრაუნდიანი დაპირისპირება მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
შეხვედრის წინ „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტმა პერესმა განაცხადა, რომ მიუნხენში გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავიდნენ და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო: 35-ე წამზე ნოიერის შეცდომის შედეგად გიულერმა ორი დაპირისპირების ჯამში ანგარიში გაათანაბრა (2:2). მალე შეცდომა უკვე ლუნინმა დაუშვა და პავლოვიჩმა გაუტანა. შემდეგ გიულერმა დუბლი შეასრულა. მერე მადრიდელთა კარი კეინმა დალაშქრა. ცოტა ხანში ვინისიუსმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მორიგი შეტევისას მბაპემ ისევ წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. შეცვლაზე შესულმა კამავინგამ ორი ყვეთელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, რის შემდეგაც ლუნინს დიასმა და ოლისემ გაუტანეს და „რეკორდმაისტერმა“ გაიმარჯვა.
“ბაიერნი” ნახევარფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება.
მიუნხენი. „ალიანც არენა“
ბაიერნი – რეალი 4:3
გოლები: 0:1 გიულერი (1), 1:1 პავლოვიჩი (6), 12 გიულერი (29), 2:2 კეინი (38), 2:3 მბაპე (43), 3:3 დიასი (89), 4:3 ოლისე (90+4)
გაძევება: კამავინგა (86, რეალი)
– პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ესპანელი ფეხბურთელი არ იყო.
– გიულერმა ტურნირზე „სამეფო გუნდის“ ისტორიაში ყველაზე ადრეული გოლი გაიტანა.
– მბაპემ მიმდინარე ტურნირზე მე-15 გოლი გაიტანა და რონალდოს რეკორდამდე 2 გოლი უკლია.
– „რეალმა“ ზედიზედ 7 მატჩში გაუშვა გოლი – ეს გასული წლის გაზაფხულის მერე ყველაზე უარესი სერიაა.
– “ბაიერნის“ თავდამსხმელმა კეინმა ჩემპიონთა ლიგაზე 52-ე გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე კლუბსა და ინგლისის ნაკრებში 47 შეხვედრაში 55 გოლია.
– „რეკორდმაისტერმა“ 3 გოლი პირველ ტაიმში 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაუშვა.