ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სებ-მა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი გაყიდა - ოქტომბერში ინტერვენციებმა რეკორდულ, $173 მლნ-ს მიაღწია

სებ-მა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი გაყიდა - ოქტომბერში ინტერვენციებმა რეკორდულ, $173 მლნ-ს მიაღწია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს განხორციელებული სავალუტო აუქციონით $60 მილიონი გაყიდა, რაც ოქტომბრის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა. მიმდინარე თვეში ჯამში ინტერვენციების მოცულობამ $173.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
წინა ინტერვენციები 64.9 მილიონი დოლარის და $48.5 მილიონი დოლარის ოდენობით 8 და 16 ოქტომბერს განხორციელდა, შესაბამისად, წინასაარჩევნოდ ნეგატიური სავალუტო მოლოდინების მართვა სებ-ს უკვე $173 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ჯამში კი, ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს მხოლოდ სავალუტო აუქციონებით ბაზარს 342.1 მლნ დოლარი მიაწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.