სებ-ის ცნობით, ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა | ნახეთ ჩამონათვალი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 292.7 მლნ აშშ დოლარი (792.2 მლნ ლარი) შეადგინა. ეს 43.8%-ით (228.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რუსეთის წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში 25.74%-ია. იხილეთ ქვეყნების ათეული, საიდანაც ნომებერში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
· რუსეთი - 75.34 მლნ აშშ დოლარი;
· იტალია - 42.80 მლნ აშშ დოლარი;
· აშშ - 40.75 მლნ აშშ დოლარი;
· გერანია - 20.34 მლნ აშშ დოლარი;
· საბერძნეთი - 20.11 მლნ აშშ დოლარი;
· ისრაელი - 18.60 მლნ აშშ დოლარი;
· ყაზახეთ - 18.13 მლნ აშშ დოლარი;
· თურქეთი - 7.82 მლნ აშშ დოლარი;
· ესპნაეთი - 4.97 მლნ აშშ დოლარი;
· საფრანგეთი - 4.51 მლნ აშშ დოლარი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.