ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სებ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი საქმიანობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა საქმიანობას სავალუტო ფონდში გააგრძელებს.
„მოვიდა დრო გადავიდე ცხოვრების ახალ ეტაპზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას და მეგობარს საქართველოს ეროვნულ ბანკში დაუვიწყარი 5 წლიანი გამოცდილებისთვის. მეამაყება რომ მქონდა შესაძლებლობა ასეთ ძლიერ გუნდთან ერთად მემუშავა. დიდი ინტერესით ვიწყებ მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში, როგორ რეზიდენტ მრჩეველი მონღოლეთში“, - წერს პაპუნა ლეჟავა სოციალურ ქსელში.
პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 13 დეკემბერს, 7 წლის ვადით, აირჩია. მას ამ პოსტზე უფლებამოსულება 2025 წლის დეკემბერში ეწურებოდა, თუმცა პაპუნა ლეჟავამ თანამდებობა დროზე ადრე, მიმდინარე წლის სექტემბერში დატოვა, მას შემდეგ რაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გამოსცა ბრძანება, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი ამოქმედების შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.