ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველი 8 კანდიდატის ვინაობა ცნობილია - გასაუბრება მიმდინარეობს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შესარჩევად შექმნილი კომისიის სხდომა ორბელიანების სასახლეში დაიწყო.
სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია.
კანდიდატების ვინაობა და გასაუბრების განრიგი ასეთია:
· იოსებ ბერიკაშვილი 17:00
· ლაშა ქავთარაძე 17:30
· მამუკა ჯიბუტი 18:00
· ეკატერინე ღაზაძე 18:30
· შესვენება 19:00-19:30
· გიორგი თაბუაშვილი 19:30
· არჩილ იაკობაშვილი 20:00
· ვახტანგ ჭარაია 20:30
· ლევან სურგულაძე 21:00
კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: თამარ სულუხია - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის და ISET კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, (კომისიის თავმჯდომარე), არჩილ მესტვირიშვილი - სების საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი - ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ისაკაძე - მედიაკომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა 10 აპრილს შექმნა. კომისიამ განიხილა განაცხადები და სრული კონსენსუსით შეარჩია 8 კანდიდატი.
bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.