სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დოჭვირი დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი იქნება. ის, ამ დრომდე სებ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბექა დოჭვირი პროფესიით იურისტია, 2021-2023 წლებში მუშაობდა „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. 2019-2021 წლებში იყო საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა იურიდიულ დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. იყო ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსი, მუშაობდა ბიზნესომბუდსმენის აპარატში ექსპერტის პოზიციაზე სამართლებრივ საკითხებში. კარიერის დასაწყისში, 2009-2013 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრისა და მედიაცენტრის იურისტი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს პრეზიდენტმა ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სებ-ის საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე გახდა. სებ-ის საბჭოს ახლად არჩეულმა წევრმა ნინო ჯელაძემ კი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან