ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საჰაერო სივრცეში გამოჩენილი დრონების გამო, დანიაში, ალბორგის აეროპორტი დაიხურა

საჰაერო სივრცეში გამოჩენილი დრონების გამო, დანიაში, ალბორგის აეროპორტი დაიხურა

საჰაერო სივრცეში გამოჩენილი დრონების გამო, დანიაში, ალბორგის აეროპორტი დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ალბორგის აეროპორტი კომერციული და სამხედრო ავიარეისებისთვის გამოიყენება. პოლიციის განცხადებით, დრონები პირველად ოთხშაბათს, დაახლოებით 21:44 საათზე შენიშნეს, მათ საჰაერო სივრცე დაახლოებით სამი საათის შემდეგ, ხუთშაბათს, დილის 00:54 საათზე დატოვეს.
პოლიციის განცხადებით, ისინი ადგილზე დამატებით გამოძიებას აწარმოებენ და თანამშრომლობენ ეროვნულ დაზვერვის სამსახურთან და შეიარაღებულ ძალებთან, ასევე სხვა ქვეყნების ხელისუფლებასთან. მათივე თქმით, ალბორგის აეროპორტში მგზავრებისა და რეგიონის მაცხოვრებლებისთვის საფრთხე არ არსებობს.
დანიის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი ადგილობრივ და ეროვნულ პოლიციას გამოძიებაში ეხმარებიან, თუმცა გამოცემასთან დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
შეგახსენებთ, რომ ასევე დანიაში, 23 სექტემბერს, დრონების დაფიქსირების გამო, კოპენჰაგენის აეროპორტი დაიხურა და ყველა ფრენა შეჩერდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.