არქივი26 თებერვალი, 2024, 16:09
საჰაერო განგაში, ქართველი სათადარიგოები და "შახტარის" უნიათო თამაში
უკრაინის პრემიერლიგის მე-18 ტურში „შახტარი“ გასვლაზე „ალეკსანდრიას“ უგოლოდ დაუზავდა.
საჰაერო განგაშის გამო მატჩი ორი საათის დაგვიანებით დაიწყო, ua-football-ი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 23 ოქტომბრის შემდეგ „შახტარმა“ პირველად ვერ გაიტანა სტუმრად გოლი და ასეთი უღიმღამო თამაშის გამო უნდა რცხვენოდეთ.
დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგოები იყვნენ.
„შახტარს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 32 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ „კრივბასს“ 5 ქულით ჩამორჩება და ამ გუნდს 3 მარტს ხარკოვში უმასპინძლებს.
ალეკსანდრია - შახტარი 0:0
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.