ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ ორი მფრინავი და "იმედის" ოპერატორი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, საჰაერო ბურთის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე შეჯახების შედეგად დაიღუპნენ ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორი და ორი მფრინავი.
თანამშრომლის, მიშო ბიძინაშვილის, გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ტელეკომპანია "იმედი". ორი დაღუპული მფრინავიდან ერთი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
დღეს, 7 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს შეეჯახა.
აეროსტატის ჩამოვარდნის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (საჰაერო მოწყობილობების უსაფრთხოების წესის დარღვევა).

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.