არქივი20 ნოემბერი 2023, 05:27
საჯარო სკოლების დირექტორებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, შეხვედრა შედგა
დასავლური ინტეგრაციის შესახებ საგანმანათლებლო დებატ-კლუბებში ჩართულ საჯარო სკოლების დირექტორებთან, ჰიბრიდულ ფორმატში გაერთიანებული შეხვედრა, საგარეო საქმეთა სამინისტროს, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში შედგა.
"დებატები უკეთესი განათლებისათვის" "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობითა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მასში, საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით 850-მდე მოსწავლე მონაწილეობს.
ავტორი: მაია გრიგოლია
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.