ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საჯარო სამსახურში ახალი სტატუსის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის შემოღება იგეგმება

საჯარო სამსახურში ახალი სტატუსის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის შემოღება იგეგმება

საჯარო სამსახურში ახალი სტატუსის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის შემოღება იგეგმება.
ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მოადგილე სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირები იქნებიან, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა, აგრეთვე, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა.
ცვლილებებით ზუსტდება, რომ აღნიშნულ სუბიექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ნორმები გავრცელდება.
ცვლილებების ფარგლებში, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა კომპენსაცია – ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.