ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“საჯარო სამსახურები იღვიძებენ!” – პრეზიდენტი

“საჯარო სამსახურები იღვიძებენ!” – პრეზიდენტი

საჯარო სამსახურები იღვიძებენ! – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საჯარო მოხელეები კობახიძის რუსულ განცხადებას აკრიტიკებენ.
“საქართველო აპროტესტებს: საჯარო სამსახურები იღვიძებენ! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 საჯარო მოსამსახურე განცხადებას ავრცელებს, სადაც დღევანდელ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ანტიევროპულ განცხადებას აკრიტიკებს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, მოქმედი საჯარო მოხელეების ხელმოწერები გრძელდება და განცხადებას უკვე 78 პირი აწერს ხელს:
https://docs.google.com/document/d/1-SBA84R5i1SI-OVCfLig4jNNXnj5BcMbCae8z7fI868/mobilebasic

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.