საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარების ფარგლებში, პროფესიული უნარების სააგენტომ სამშენებლო სექტორთან შეხვედრა გამართა

საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარების ფარგლებში, პროფესიული უნარების სააგენტომ სამშენებლო სექტორთან შეხვედრა გამართა.
„პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად მუშაობს კერძო სექტორის პროფესიულ განათლებაში ჩართულობის წახალისებასა და ხელშეწყობაზე, სწორედ ამ მიზნით, სააგენტოს ხელმძღვანელმა, შესაბამის გუნდთან ერთად, კერძო სექტორის სამშენებლო დარგის წარმომადგენლებს უმასპინძლა, გააცნო სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი, რაც საბოლოო ჯამში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, კვალიფიციური კადრების მომზადებას მოემსახურება”, – ნათქვამია პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ხსენებული ფორმატით შეხვედრები გაგრძელდება სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ