სახ.დეპის პირველი პასუხი ელჩი რობინ დანიგანის მიერ თანამდებობის დატოვებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რობინ დანიგანის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით globalnews.ge-ს წერილობით პასუხს უბრუნებს.

კითხვაზე, “როგორია თქვენი პოზიცია საქართველოში ელჩის გადადგომასთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ საქართველოს მიმართ თქვენი პოლიტიკა შეიცვლება?”, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური პასუხობს:

“მადლობას ვუხდით ელჩ დანიგანს 33 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების გამორჩეული სამსახურისთვის. მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსადმი ჩვენი მიდგომის შეფასებას ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის.

შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ტემი ბრუსის ხელმოწერით მიღებულ წერილში. 

-ს ელჩი საქართველოში, პოზიციას ტოვებს. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში დიპლომატი წერს, რომ პირადი გადაწყვეტილებით, პენსიაზე გადის. რობინ დანიგანის განცხადებით, მისი გაწვევა -ის მთავრობას არ მოუთხოვია. აშშ-ის მოქმედი ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოში დიპლომატიურ სამსახურს ივლისში დაასრულებს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს