სახლში მოვარდნენ, ნიღბებით, მეზობლებმა კინწისკვრით გაყარეს –

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მის სახლთან ნიღბიანი პირები მივიდნენ და ტერიტორიის მოხატვა დაიწყეს:
“არც ძველი ბიჭი ვყოფილვარ არასდროს და არც ხულიგანი. ამომასხა, თვალებში ვუყურებდი ფილიპე მახარაძეებს, სერგო ორჯონიკიძეებს, მიხა ცხაკაიებს, რომლებიც ასე უტიფრად, დემაგოგიურად მიგვათრევენ რუსეთში და როცა არგუმენტს ეუბნები უტიფრობას გვპასუხობენ.
ეგრევე სახლში მოვარდნენ, ნიღბებით, 3-4 ვიღაცა ბავშვი იყო. ძალიან ცუდი, რომ ასეთ ასაკში ასეთ რამეს ასრულებენ. დაიწყეს მოხატავა და რეაქციაც კი ვერ მოვასწარი, მეზობლებმა კინწისკვრით გაყარეს. ველოდები ყველაფერს, ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ არ მეშინია. გიჟი არა ვარ. ახლა არის არჩევანი – საქართველო იქნება თავისუფალი ქვეყანა, თუ შეგვათრევენ რუსეთში. ამას როგორც შემეძლო წინ აღვუდექი და როგორც შემეძლება წინ აღვუდგები.” თქვა ელისაშვილმა “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის