არქივი12 დეკემბერი, 2024, 15:52
სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა გაერთიანდა - აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელთან და თბილისის მერიასთან მისვლას გეგმავენ

სახელოვნებო მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად სახელმწიფო კონსერვატორიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ჭავჭავაძის, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე გადავიდნენ.
მათ ადგილზე ბანერები აქვთ გაშლილი -"კონსერვატორია არ დაკონსერვდება", "თავისუფლება ანრი კაკაბაძეს".
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
გაერთიანებული მსვლელობა ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, შემდეგ კი, თბილისის მერიასთან გადაინაცვლებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.