ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დინამიკა როგორც წინა, ასევე მიმდინარე წელს საკმაოდ პოზიტიურია“ - ირაკლი შენგელია

„სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დინამიკა როგორც წინა, ასევე მიმდინარე წელს საკმაოდ პოზიტიურია“ - ირაკლი შენგელია

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი შენგელიას შეფასებით, საკმაოდ პოზიტიურია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის როგორც წინა, ასევე მიმდინარე წლის დინამიკა. მისი თქმით, ამას ადასტურებს წლევანდელი ორი კვარტლის საპრივატიზებო გეგმის გადაჭარბებით, 136.13%-ით შესრულებაც - საანგარიშგებო პერიოდში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ჯამში, 463 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.
„სააგენტო პროაქტიურად სთავაზობს კერძო სექტორს სხვადასხვა სახის აქტივებს. პრივატიზაციის პროცესი სრულად ელექტრონულია, ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე, რაც კერძო პირებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში და გახდნენ სახელმწიფო ქონების მფლობელები“ - აღნიშნა ირაკლი შენგელიამ.
მისივე ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს ელექტრონულ აუქციონებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ვებპორტალზე: www.eauction.ge.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.