ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით არის გაზრდილი - რას აჩვენებს სტატისტიკა (ვიდეო)

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით არის გაზრდილი - რას აჩვენებს სტატისტიკა (ვიდეო)

სახელმწიფო დაწესებულებებში კორუფციის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 150% ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მის მიერვე გამოქვეყნებულ სტატისტიკაშიც ჩანს, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში ქრთამის მიცემა, ან ქრთამის აღება ერთ ერთი მთავარი პრობლემაა.

გასულ წელთან შედარებით ქრთამის აღების ფაქტები 150, ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტები 40 % ით გაიზარდა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს სტატისტიკა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რეალურად ქვეყანაში ხდება, როდესაც კორუფცია არა მხოლოდ პოლიტიკურ ელიტაში, არამედ უკვე საშუალო და დაბალ რგოლებშიც მძვინავარებს.

პოლიტიკაში ორი წლის წინ ოფიციალურად დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა კორუფცასთან ბრძოლა დააანონსა, ამ ბრალდებით ციხეში გაუშვეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის ექს მინისტრი, სუს-ის ყოფილი უფროსი. უკანონო შემოსავლების გამო ციხეში ზის ირაკლი ღარიბაშვილიც. ამიტომ ჩნდება კითხვა, კორუფციის მაჩვენებელი 2025 წელს გაიზარდა თუ მონაცემებში ცვლილება დაკავების მთელი სერიის გამო გამოჩნდა?

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.