ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახელმწიფო უწყებების პრემია-დანამატებზე 6 თვეში 230.3 მლნ ლარი გაიცა - ყველაზე მეტი შსს-ზე მოდის

სახელმწიფო უწყებების პრემია-დანამატებზე 6 თვეში 230.3 მლნ ლარი გაიცა - ყველაზე მეტი შსს-ზე მოდის

სამინისტროებში პრემია-დანამატების მოცულობა 62.1 მლნ ლარით გაიზარდა. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2024 წელის 6 თვეში სახელმწიფო უწყებებში პრემია-დანამატების სახით ჯამში 230.3 მლნ ლარი გაიცა, აქედან, 225.2 მლნ დანამატზე, ხოლო 5.1 მლნ პრემიაზე მოდის.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იგივე პერიოდში პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 168.9 მლნ ლარი შეადგინა (პრემია - 5.8მლნ ლარი, დანამატი - 163.1 მლნ ლარი) შედეგად გამოდის, რომ გასულ წელს 21,1 მლნ ლარით მეტი გაიცა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საანგარიშო პერიოდში, ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია-დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა, ჯამში 87 მლნ ლარი, რაც საერთო მოცულობის 38%-ს შეადგენს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა მოცულობის პრემია-დანამატი გაიცა სამინისტროებში 2024 წელის 6 თვეში :
· პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 916 075 ლარი დანამატი, 65 735 ლარი პრემია
· პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 172 272 ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
· მთავრობის ადმინისტრაცია - 390 160 ლარი დანამატი, 69 703 ლარი პრემია
· შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 957ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
· ფინანსთა სამინისტრო - 2.5 მლნ ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
· ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 609 378 ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
· რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 244 989 ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
· იუსტიციის სამინისტრო - 5.8 მლნ ლარი დანამატი, 16 779 ლარი პრემია
· ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 163 294 ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
· საგარეო საქმეთა სამინისტრო - 585 534 ლარი დანამატი, 19 578 ლარი პრემია
· თავდაცვის სამინისტრო - 5.8 მლნ ლარი დანამატი, 143 723 ლარი პრემია
· შინაგან საქმეთა სამინისტრო - 85.3 მლნ ლარი დანამატი, 1.7 მლნ ლარი პრემია
· გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 740 353 ლარი დანამატი, 0 ლარი პრემია
· განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 178 950 ლარი დანამატი, 760 ლარი პრემია
· კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 708 862 ლარი დანამატი, 12 030 ლარი პრემია.
www.bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.