სახელმწიფო უწყებების ნაწილი პლასტმასის შესყიდვას ვეღარ შეძლებს - ვის არ შეეხება აკრძალვა?

2026 წლის 1 აპრილიდან საქართველოში სახელმწიფო უწყებების დიდ ნაწილს პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის ბოთლების შესყიდვა კანონით შეეზღუდება.
თუმცა, გარემოსდაცვითი რეგულაცია, რომელიც ნარჩენების შემცირებას ისახავს მიზნად, არ გავრცელდება თავდაცვის ძალების საჭიროებებზე და სამხედრო მოსამსახურეთა მომსახურებისთვის განკუთვნილი 3 ლიტრამდე მოცულობის ბოთლების შესყიდვაზე.
თუმცა აკრძალვა ეხებათ არა მხოლოდ სამინისტროებსა და მერიებს, არამედ საჯარო უნივერსიტეტებსა და სსიპ-ებს; სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოებს (სადაც სახელმწიფო 50%-ზე მეტს ფლობს); უცხოურ გრანტებსა და კრედიტებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებით არის მიღებული.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.