ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრა კომისიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა.
სუს-ის ხელმძღვანელმა შეაფასა მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული კონტრტერორისტული ვითარება და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, გაწეულ ძალისხმევასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს შესაძლებლობების პოზიტიურ შეფასებებზე, რომელიც ევროკომისიის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშებშიც არის.
ყურადღება გაამახვილა "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი"“ მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო, ტერორისტული გამოწვევების კონტექსტში, უსაფრთხო ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.