არქივი16 ნოემბერი, 2023, 08:57
სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით იუსტიციის სახლისა და "გაეროს" განვითარების პროგრამის თანამშრომლობა გრძელდება
სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, იუსტიციის სახლისა და "გაეროს" განვითარების პროგრამის თანამშრომლობა გრძელდება - ახალი შეთანხმების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ და UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში.
პროექტი იუსტიციის სახლის 200-ზე მეტი თანამშრომლის გადამზადებას ითვალისწინებს.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.