ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი - მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა - 150 ერთეული ტექნიკით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, რათა დარჩენილ 60 სოფელშიც შევიდეთ

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი - მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა - 150 ერთეული ტექნიკით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, რათა დარჩენილ 60 სოფელშიც შევიდეთ

იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა.
„დილიდან 150 ერთეული ტექნიკით სამუშაოები ისევ განახლდა, რათა დარჩენილ 60 სოფელშიც შევიდეს ტექნიკა. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალები. ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან განაწილებულები.
ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება, დარჩენილია 9120 აბონენტი. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი სკოლებისა და ბაღების ნაწილში“, - აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.