ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
“ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს, თანადგომას ვუცხადებთ და ვიზიარებთ ამ უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიას”, - ნათქვამია მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.