სახელმწიფო მდივნის მოადგილე: არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ევროპის ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ

სახელმწიფო მდივნის მოადგილე: არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ევროპის ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ
ჩემმა ბოლო ვიზიტმა ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის შეხვედრაზე ერთადერთი მთავარი შთაბეჭდილება დამიტოვა – აშშ დიდი ხანია, ვერ უმკლავდება თვალშისაცემ შეუსაბამობას ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს შორის, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ.
„ეს თითქმის ერთი და იგივე ქვეყნები არიან ორივე ორგანიზაციაში. როდესაც ეს ქვეყნები ნატოს ქუდს იხურავენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩვენი საერთო უსაფრთხოების ქვაკუთხედია. მაგრამ როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის ქუდს იხურავენ, ისინი ახორციელებენ ყველა სახის დღის წესრიგს, რომელიც ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება აშშ-ის ინტერესებსა და უსაფრთხოებას – მათ შორის არის ცენზურა, ეკონომიკური სუიციდი/კლიმატური ფანატიზმი, ღია საზღვრები, ეროვნული სუვერენიტეტის უგულებელყოფა/მულტილატერალური მმართველობისა და გადასახადების ხელშეწყობა, კომუნისტური კუბის მხარდაჭერა და ა.შ. ეს შეუსაბამობა ვერ გაგრძელდება“, – აღნიშნა კრისტოფერ ლანდაუმ.
„ევროპის დიდებული ერები ან ჩვენი პარტნიორები არიან იმ დასავლური ცივილიზაციის დაცვაში, რომელიც მათგან მემკვიდრეობით მივიღეთ, ან არ არიან. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ეს ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის არაარჩევით, არადემოკრატიულ და არაწარმომადგენლობით ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ“, – დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები