სახელმწიფო დუმამ “უცხოეთის აგენტებს” ქირით მიღებული შემოსავლის განკარგვაც აუკრძალა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც „უცხოეთის აგენტებს“ უკრძალავს თავიანთი შემოსავლის ნაწილის განკარგვას.
ახლა რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოეთის აგენტად აღიარებულ პირებს მოეთხოვებათ სპეციალური რუბლის ანგარიშის გახსნა. მასზე ჩაირიცხება შემოსავალი ქონების რეალიზაციიდან და გაქირავებიდან, დეპოზიტებიდან და აქციებიდან, ასევე ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებიდან და ბრენდებით სარგებლობიდან.
მიღებული თანხების განკარგვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეესტრიდან „უცხოეთის აგენტების“ ამორიცხვის შემდეგ, რაც იშვიათობაა. კანონის მიღების კომენტირებისას, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი წერდა, რომ „ისინი, ვინც რუსეთს უღალატა, არ გამდიდრდებიან მისი მოქალაქეების ხარჯზე“.
რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია უცხოეთის აგენტად გამოაცხადოს ის, ვინც იმყოფება „უცხოური გავლენის ქვეშ“, რისი განმარტებაც კანონში ძალიან ბუნდოვანია. ახლა რეესტრში 600-ზე მეტი „უცხოეთის აგენტია“: ფიზიკური პირები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოძრაობები.
უცხოეთის აგენტის სტატუსი, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს, რომ სტატუსის მქონე ვალდებულია კვარტალურად წარმოადგინოს ინფორმაცია პირად ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესახებ და მოახდინოს ყველა საჯარო შეტყობინების მარკირება. ანგარიშში შეცდომები ან მარკირების არარსებობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.
„უცხოეთის აგენტებს“ ეკრძალებათ, რომ იყონ არჩეული, იყონ საარჩევნო კომისიების წევრები და არჩევნების დამკვირვებლები, ასწავლონ სახელმწიფო დაწესებულებებში, იყონ საჯარო ღონისძიებების ორგანიზატორები, რომ კონტრაქტით იმსახურონ ჯარში. რუსეთის ხელისუფლება მუშაობს „უცხოეთის აგენტების“ უფლებების ახალ შეზღუდვებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი