არქივი24 ივლისი, 2024, 02:12
სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოსთვის დახმარების და თანამშრომლობის შეჩერებაზე მუშაობენ
კონგრესში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ისინი აშშ-ს სხვა სააგენტოების თანამშრომლებთან ერთად საქართველოში დემოკრატიის უკან დახევის საპასუხოდ დამატებით ზომებზე მუშაობენ.
ვაშინგტონში სამხრეთ კავკასიის საკითხზე მომუშავე კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, აღნიშნული პოტენციური ზომები მოიცავს საქართველოსთვის დახმარების პროგრამების შეჩერებას და აშშ-სა და საქართველოს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაჩერებას.
22 ივლისს აშშ-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსა და მოლდოვაში დანიშნული არჩევნების და აშშ-ს პოლიტიკის შესახებ მოსმენა გაიმართა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.