სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი - დღეს ირაკლი კობახიძესთან კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი შეშფოთებას საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით - აშშ მთავრობას მოუწოდებს, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბარში საქართველოს დღევანდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
შოლეს თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული.
"დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან ჩვენს შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით - მთავრობის მტრული რიტორიკა ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული, რაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს", - წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.