პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს აცნობა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო შემაკავებელი ოპერაციების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ მოითმენს წითელ ზღვაში მის სამხედრო და კომერციულ გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს.
„სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.