სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი – არასდროს ვყოფილვართ ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან უფრო ახლოს, ვიდრე ახლა

ვერაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რა იქნება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ჩვენ ახლოს ვართ ცეცხლის შეწყვეტასთან. ეს არის ის, რაც მომხიბლავია. არასდროს ვყოფილვართ ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან უფრო ახლოს, ვიდრე ახლა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.
“მხოლოდ მხარეებს შორის ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ შეიძლება მხარეებს შორის არსებული უთანხმოებების განხილვა და რა იქნება იმის შემდეგ, როდესაც საქმე ეხება მუდმივ მშვიდობას“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ერთადერთი, რაც გამოიწვევს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებას, არის მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა საუდის არაბეთში მიმდინარეობს შეერთებული შტატების მონაწილეობით.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერ-რიადში განიხილება მორატორიუმი შავ ზღვაში თავდასხმებზე.
„მიზანია მშვიდობიანი სავაჭრო საქმიანობის სრულად აღდგენა. შავი ზღვა, რა თქმა უნდა, ამაში მთავარია“, – აღნიშნა ტემი ბრიუსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს