ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავა იქნება

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავა იქნება

ირაკლი კობახიძის ბრძანებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავა იქნება. ბრძანება 22 აპრილით თარიღდება.
20 თებერვალს პარლამენტმა III მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნის შესახებ. ცვლილებები გრანტების კანონში შედის. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
ახალ სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით 10 პირი დასაქმდება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კანონპროექტით წელს გრანტების სააგენტოს ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. სააგენტოს დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.