სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა, რეალობაში ყველანი მიშას შვილები არიან – კახა კალაძე ოპოზიციაზე

მამუკა ხაზარაძე არის ჩვეულებრივი “ლუზერი” რადიკალი, არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ანუ სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა, რეალობაში ყველანი მიშას შვილები არიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს, ყველა იმ რადიკალ პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც ახლა ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზეა, სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა.
მისივე თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ყველა მათგანის, მათ შორის, მამუკა ხაზარაძის წარსული და მისი ფუნქციები.
“თუ რა ფუნქცია ჰქონდა ვაჟბატონს [მამუკა ხაზარაძეს] და რა სიბინძურით იყო დაკავებული, რას აკეთებდა, ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. არ სჭირდება საზოგადოებას შეხსენება, ვინ არის, რა წარსულის მქონე ადამიანია და ეს მუქარები, წარმოიდგინეთ, მისი გადმოსახედიდან, მაშინ პოლიტიკაში არ უნდა იყოს და გაქცეული უნდა იყოს. ამგვარია ხაზარაძისეული პოლიტიკა და მისი შეხედულებები. სამარცხვინოა, ასეთი ადამიანები საერთოდ, პოლიტიკაში კი არა, პოლიტიკაზე ვერ უნდა საუბრობდნენ.” – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა