სახეზეა მორიგი ოქსიმორონი – ქართულ მართლმსაჯულებაში “ვეტინგის” პროპაგანდისტი ევროკრატები მწვანე დერეფანს აძლევენ მრავალგზის კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს

სახეზეა მორიგი ოქსიმორონი – ქართულ მართლმსაჯულებაში “ვეტინგის” პროპაგანდისტი ევროკრატები მწვანე დერეფანს აძლევენ მრავალგზის კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს
ის, რომ ძებნილი ზურაბ ადეიშვილი კიევმა შეიფარა და თანამდებობა უბოძა პროკურატურაში ცალკე ანტიქართული ფენომენია, მაგრამ კანონის უზენაესობაზე, მართლმსაჯულების გაჯანსაღებაზე “მქადაგებელი” ევროპისგან კატეგორიულად მიუღებელია მისთვის გადაადგილების თავისუფლების მინიჭება, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის ვიზიტს ჰააგაში.
ანალიტიკოსის თქმით, სახეზეა მორიგი ოქსიმორონი – ქართულ მართლმსაჯულებაში “ვეტინგის” პროპაგანდისტი ევროკრატები მწვანე დერეფანს აძლევენ მრავალგზის კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს. მანვე აღნიშნა, რომ ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები არის და იქნება ის მიუღებელი მოცემულობა, რომლის გამოც დემოკრატიაზე ნებისმიერ დისკუსიაში შესვლა აზრსაა მოკლებული.
„სახეზეა მორიგი ოქსიმორონი – ქართულ მართლმსაჯულებაში “ვეტინგის” პროპაგანდისტი ევროკრატები მწვანე დერეფანს აძლევენ მრავალგზის კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს.
ის, რომ ძებნილი ზურაბ ადეიშვილი კიევმა შეიფარა და თანამდებობა უბოძა პროკურატურაში ცალკე ანტიქართული ფენომენია, მაგრამ კანონის უზენაესობაზე, მართლმსაჯულების გაჯანსაღებაზე “მქადაგებელი” ევროპისგან კატეგორიულად მიუღებელია მისთვის გადაადგილების თავისუფლების მინიჭება.
ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები არის და იქნება ის მიუღებელი მოცემულობა, რომლის გამოც დემოკრატიაზე ნებისმიერ დისკუსიაში შესვლა აზრსაა მოკლებული.
ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმური შეკითხვაა – ნაცკრიმინალებისთვის (კეზერაშვილი, ადეიშვილი, გვარამია და მათნაირები) ევრობენეფიტები ევროპასთან უფრო გვაახლოებს თუ გვაბრკოლებს?..
P.S. სიმბოლურია ზურაბ ადეიშვილის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შენობაში ყოფნა. იქაურ საკნებსაც გაეცნოს დეტალურად, ინფრასტრუქტურულად არანაკლები ელოდება საქართველოში“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს