ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“სახეაჭარხლებულმა მატიაშვილმა გადი ახლა და უთხარი რომ არაფერს გიშავებთ, თორემ შემოვარდებიანო”– რას წერს ზურა ვარდიაშვილი

“სახეაჭარხლებულმა მატიაშვილმა გადი ახლა და უთხარი რომ არაფერს გიშავებთ, თორემ შემოვარდებიანო”– რას წერს ზურა ვარდიაშვილი

პუბლიკას დამფუძნებელი, ჟურნალისტი, ზურა ვარდიაშვილი:
ჰო, ეს დამავიწყდა
მანდატურების ოთახში რომ ვიჯექი, სადაც ხალხს შეათრევენ ხოლმე, აშკარად მესმოდა როგორ იზრდებოდა გუგუნი კარს მიღმა. ორიოდე წუთში შემოგლიჯა კარი სახეაჭარხლებულმა მატიაშვილმა და გადი ახლა და უთხარი რომ არაფერს გიშავებთ და გიშვებთ, თორემ შემოვარდებიან ახლაო, ცოტა შეშინებული იყო ეს ბრაზიანი კაცი. გავედი. სასამართლოში მომუშავე ყველა ჟურნალისტი იქ მოგროვილიყო. გვარს არ დავასახელებ და ერთ-ერთის სახეს რომ შევხედე, იქ შემეცოდა მატიაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.