სახალხო დამცველმა ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირები მოინახულა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, აქციაზე დაკავებულებს, რომლებიც ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან მოთავსებული, სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველს ასეთივე სურათი დახვდა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშიც.
„ფაქტია, რომ პოლიცია მომიტინგეთა დაკავებისას ხშირ შემთხვევაში არაპროპორციულ ძალას იყენებს; სახეზევე ეტყობათ ადამიანებს ამ ძალადობის კვალი. უკვე მრავალგზის მოვუწოდე შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას მოქალაქეების დაკავების მომენტში, ხოლო, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ასეთ შემთხვევებზე დროული რეაგირება იქონიოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
2024 წლის 2 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში 1 დეკემბერს აქციაზე დაკავებული 20-მდე პირი მოინახულა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას