ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო დამცველი - ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან გააშუქოს, როგორც მას მიაჩნია სწორად - დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები

ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან გააშუქოს, როგორც მას მიაჩნია სწორად - დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების არშეშვების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ - არც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, მათ შორის "ინტერპრესნიუსის" აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს იხილავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.