სახალხო დამცველი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

2025 წლის 27 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა გენერალურ მდივანს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„შეხვედრაზე სახალხო დამცველმა გენერალურ მდივანს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, განიხილეს მედიის თავისუფლების, გამოხატვისა და შეკრების უფლებების რეალიზაციის კუთხით არსებული ვითარება, ასევე უკანასკნელი პერიოდის საკანონმდებლო სიახლეები და სახალხო დამცველის მოსაზრებები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე სტრასბურგში ასევე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დირექტორატის ხელმძღვანელსა და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის აღმასრულებელ მდივანს შეხვდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია