ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო დამცველი საქართველოში ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

სახალხო დამცველი საქართველოში ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ბოლო პერიოდის გამოწვევები და მათ დასაძლევად სახალხო დამცველის როლი და საქმიანობა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სახალხო დამცველის წლიურ საპარლამენტო ანგარიშებში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე.
ბრიტანეთის ელჩმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ. მხარეები შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი ალექსანდრა შეპარდი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.