ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო დამცველი - მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი იღებს, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი, ვერც მე და ვერავინ ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემს

მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი იღებს, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი, ვერც მე და ვერავინ ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგს გააგრძელებს.
„მონიტორინგი გაგრძელდება, მათ შორის, კონსილიუმის დასკვნაში ითქვა, რომ აწი, კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს საჭიროებიდან გამომდინარე მოინახულებს. ასევე, რა თქმა უნდა, მისი მოთხოვნის და ოჯახის წევრების მომართვის საფუძველზე“, - აღნიშნა იოსელიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.