ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო დამცველი იმერეთში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ქალთა უფლებადამცველებს შეხვდა

სახალხო დამცველი იმერეთში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ქალთა უფლებადამცველებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის ოფისში, იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ქალთა უფლებადამცველებს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა სამოქალაქო სექტორის უფლებების დაცვის საკითხები, ცნობიერების ამაღლებისა თუ სხვა საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს.
„სახალხო დამცველმა შეხვედრის მონაწილეებს აპარატის მანდატი, ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. ისაუბრეს ასევე, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ერთობლივი ორგანიზებითა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.