სახალხო დამცველი – თუ პრეზიდენტს გაყალბების შესახებ მტკიცებულებები ხელში უჭირავს, ალბათ, უპრიანია, მიაწოდოს იმ უწყებებს, ვინც არიან პასუხისმგებელი გამოძიებაზე – მოგვაწოდოს ჩვენც და გვექნება ჩვენი შეფასება

თუ პრეზიდენტს გაყალბების შესახებ მტკიცებულებები ხელში უჭირავს, ალბათ, უპრიანია, რომ მიაწოდოს იმ უწყებებს, ვინც არიან პასუხისმგებელი გამოძიებაზე, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ამასთან, კითხვაზე, „პრეზიდენტი ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებები, არსებობს, თუ არა სახალხო დამცველსა და პრეზიდენტს შორის თანამშრომლობის რაიმე ფორმატი და კომუნიკაცია?“, ლევან იოსელიანი პასუხობს, რომ პრეზიდენტთან ბოიკოტის რეჟიმში არ არის და თუ ის ჩათვლის საჭიროდ, სიამოვნებით მიიღებს მის მტკიცებულებებს.
„პრეზიდენტი თუ ჩათვლის საჭიროდ, სიამოვნებით მივიღებთ მტკიცებულებებს. როდესაც მას აქვს შეკითხვა, ან რაღაც აინტერესებს, მივსულვართ, განგვიმარტია. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში არ ვართ პრეზიდენტთან.
თუ მას გაყალბების შესახებ მტკიცებულებები ხელში უჭირავს, ალბათ, უპრიანია, რომ მიაწოდოს იმ უწყებებს, ვინც არიან პასუხისმგებელი გამოძიებაზე. მოგვაწოდოს ჩვენც და გვექნება ჩვენი შეფასება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან