ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს კლოდ კერნის, ედით ესტრელას და ბას კლაინს შეხვდნენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების ფაქტები, დაკავებულთა მდგომარეობა და მიმდინარე გამოძიებებზე სახალხო დამცველის ზედამხედველობის საკითხები განიხილეს.
„სტუმრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს სახალხო დამცველის კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობითა და მოქმედი ეროვნული საკანონმდებლო სივრცის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ხარისხით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.